მოგესალმებით აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის ვებგვერდზე!

აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციია, რომელიც ეფუძნება განათლების სფეროში საქმიანობის გამოცდილებას და ორიენტირებულია თანამედროვე, ინოვაციური საერთაშორისო საგანმანათლებრო პროექტების განხორციელებაზე.

ინსტიტუტის მისიაა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების შექმნა, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის, განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სტუდენტებს, პროფესორებს და სხვა პროფესიონალებს ვთავაზობთ ინსტიტუტის მიერ საქართველოში და საზღვარგარეთ ორგანიზებულ ფორუმებში (კონფერენცია, საზაფხულო სკოლა, ზამთრის სკოლა, ტრენინგი) მონაწილეობის, პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნების ფართო შესაძლებლობებს.

ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, გამომცემლობებთან და გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობის რეალურ საშუალებებს. გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ აქ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს პროექტებში.

აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი გამოსცემს ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას გაძლევთ გამოაქვეყნოთ თქვენი ორიგინალური სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში.

ინსტიტუტის ახალი ორენოვანი ვებგვერდის საშუალებით თქვენ მიიღებთ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ.

წარმატებებს გისურვებთ! 
 
25/02/2017
24/02/2017
07/10/2016
08/09/2016
08/09/2016

საზაფხულო სკოლა - ევროპული კულტურა და იდენტობა 

აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი გთავაზობთ საზაფხულო სკოლას 2016 წლის 04-15 ივლისს უტრეხტის უნივერსიტეტში, ნიდერლანდებშისრულად  


საზაფხულო სკოლა - ჯანდაცვა და ინჟინერია 
აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი გთავაზობთ საზაფხულო სკოლას 2016 წლის 04-15 ივლისს უტრეხტის უნივერსიტეტში, ნიდერლანდებში. სრულად 

საზაფხულო სკოლა - ევროპული პოლიტიკა და ეკონომიკა 

აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი გთავაზობთ საზაფხულო სკოლას 2016 წლის 04-15 ივლისს უტრეხტის უნივერსიტეტში, ნიდერლანდებშისრულად 


საზაფხულო სკოლა - ალტერნატიული განათლება
აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი გთავაზობთ საზაფხულო სკოლას 2016 წლის 04-08 ივლისს უტრეხტის უნივერსიტეტში, ნიდერლანდებში სრულად