ბუდაპეშტი, უნგრეთი


აკადემიური ტური - ბუდაპეშტი, უნგრეთი

სრული პაკეტი -  €

ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ნომერში.

ევროკავშირის წევრი ქვეყანა  უნგრეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოციალისტური ბანაკის ნაწილს წარმოადგენდა. უნგრეთი იყო პირველი ქვეყანა ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, რომელმაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში თავისუფლების მოპოვების შემდეგ, რეფერენდუმის გზით, ევროკავშირში შესვლას დაუჭირა მხარი. 1991 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის. 2004 წელს უნგრეთი ევროკავშირის წევრი გახდა. უნგრეთი არის 1999 წლიდან NATO-ს, ასევე OECD-ის, შენგენის შეთანხმებისა და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. 

ბუდაპეშტი 1.8 მილიონიანი ქალაქია, რომელიც მდინარე დუნაის (დანუბე) სანაპიროზე მდებარეობს. ბუდაპეშტის ტური ითვალისწინებს ქალაქ ბუდაპეშტის დათვალიერებას და უნგრეთის პარლამენტის ისტორიული შენობის მონახულებას. ჩვენ დავიწყებთ ტურს ჯაჭვის ხიდზე და პირველ რიგში მოვინახულებთ მარგარეტის ხიდს და ბუდას ციხე-ქალაქს. შემდეგ ვნახავთ მატიასის ეკლესიას და მეთევზის ბასტიონს (სადაც თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით) შემდეგი კი გავემგზავრებით ციტადელთან და მოვინახულებთ ელისაბედის ხიდს, ცნობილ ცენტრალური ბაზარს, დიდ სინაგოგას და ევროპის სითი პარკს. ტურის დროს გავივლით ევროპის უმსხვილეს თერმულ აბანოებს, ბუდაპეშტის ზოოპარკს და გასართობი პარკს, შემდეგ შევჩერდებით გმირთა მოედანზე, სადაც განთავსებულია ცნობილი უნგრელი მეფეთა და მთავართა ქანდაკებები.  შემდეგი პუნქტი არის ცნობილი ანდრაშის გამზირი, ოპერა და წმინდა სტეფანეს ბაზილიკა. 

ტურის დასასრულს შედგება ვიზიტი შთამბეჭდავ ნეო-გოთიკურ სტილში აგებულ, ევროპის ერთ-ერთ უძველეს პარლამენტში. ბუდაპეშტის პარლამენტი ერთ-ერთი უძველესი პარლამენტის შენობაა ევროპაში და უნიკალურ ხედს ქმნის. შენობა 1896 წელსაა აშენებული და მასში კარგად იგრძნობა ინგლისური აქრიტექტურის გავლენა. შენობა საკმაოდ დიდი მოცულობის არქიტექტურული ნაგებობაა და მოიცავს 691 ოთახს, სიგრძე 268 მეტრს, სიმაღლე კი  96 მეტრს შეადგენს. ნეო-გოთიკური სტილის შენობის ცენტრალური ნაწილი მისი გუმბათია, რომლის გარშემოც განთავსებულია უნგრეთის 16 მეფის ქანდაკება. უნგრეთის სამეფო ძვირფასეულობა და 1000 წლიანი სამეფო გვირგვინიც ზუსტად ამ დარბაზში ინახება. ტურის განმავლობაში ჩვენ გთავაზობთ 1000 წლის უნგრეთის ისტორიის, ევროკავშირში მისი გაწევრიენებისათვის განხორციელებული რეფორმების   მოკლე მიმოხილვას და ტური მთავრდება ქალაქის ცენტრში.


დღის განრიგი:

დღე პირველი 

  • გამგზავრება ქუთაისიდან ბუდაპეშტში
  • ჩაფრენა ბუდაპეშტში
  • საუზმე, ჩაი, ყავა დილით
  • დაბინავება სასტუმროში

დღე მეორე 

  • გამგზავრება ქალაქში და პარლამენტში
  • დაბრუნება სასტურმროში
  • თავისუფალი დრო

დღე მესამე 

  • თავისუფალი დრო
  • გამგზავრება ქუთაისში

ფასში შედის:

  • ავიაბილეთი (ქუთაისი - ბრიუსელი-ქუთაისი)
  • სასტუმრო 2 ღამე
  • კვება სასტუმროს მიხედვით (საუზმე)
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სავიზო მხარდაჭერა
  • ხელბარგი - 7 კგ
  • ტურის ბილეთი;
  • ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება;
  • სასტუმროში მოკითხვა
 
ფასში არ შედის:

  • სავიზო მოსაკრებელი - 35 € (იხდება საკონსულოში)
  • დამატებითი ბარგი (1 გზა) - 30 €
  • კვება (გარდა საუზმისა სასტუმროში) 
  • ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე;
  • ტრანსპორტირება სასტუმროში ბრიუსელის ტურის შემდეგ 
შენიშვნა: ტურის ფასი მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია უმნიშვნელო ცვლილებები განიცადოს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


დაჯავშნე ტური