ევროპული პოლიტიკა და ეკონომიკა

უტრეხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები


04 ივლისი 2016 - 15 ივლისი 2016 (2 კვირა)

 


4.0 ECTS კრედიტი + მონაწილეობის სერტიფიკატი


კურსის საფასური: € 1 529


დედლაინი:  29 ივნისი 2016  

 

წარმოდგენილი კურის ცენტრალური თემა არის ევროკავშირი, პოლიტიკური თანამშრომლობა ევროპის 28 დემოკრატიულ ქვეყანას შორის 500 მილიონი მოქალაქით, რომელიც გლობალური პოლიტიკის მთავარი მოთამაშე გახდა. სტუდენტები შეისწავლიან ევროკავშირის ისტორიას, ინსტიტუციონალურ სტრუქტურას, თანამედროვე მიზნებს და მომავალ გამოწვევებს. ლექტორები გამართავენ დისკუსიას ევროკავშირის ისტორიულ კონტექსტისა და ინტეგრაციის სხვადასხვა საფეხურის შესახებ.  გარდა ამისა, სასწავლო კურსის ფოკუსი იქნება ევროპული ლიდერების როლი ევროკავშირის სამომავლო განვითარებაში, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში და საერთო საგარეო პოლიტიკისა და განვითარების საკითხში.


წარმოდგენილი კურსი არის შესავალი ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტში. სტუდენტები გამართავენ დისკუსიას ევროპის კავშირის ისტორიულ წარსულის შესახებ, რომელიც ხანგრძლივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა  და 1993 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე ევროკავშირის ჩამოყალიბებით დასრულდა.

 

სკოლის ლექტორები განიხილავენ ევროკავშირის ინტეგრაციის სხვადასხვა ეტაპს, წარმოაჩენენ ევროკავშირის ლიდერების როლს, განმარტავენ ევროსკეპტიციზმის და საფრანგეთისა და ნიდერლანდების მხრიდან ევროკავშირის კონსტიტუციის რატიფიცირებაზე უარის თქმის მიზეზებს.


სტუდენტები ასევე შეისწავლიან და გამართავენ დისკუსიას ევროკავშირის მმართველობის სისტემის, ევროპის პარლამენტის, ევროპის საბჭოს და ევროპის კომისიის შესახებ. გარდა ამისა, სტუდენტები შეისწავლიან სხვა ევროპული ინსტიტუტების როლსა და ფუნქციებს როგორიცაა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო და ცენტრალური ბანკი. ასევე ცალკეული ლექციები დაეთმობა ევროპაში რეგიონალური და კულტურული დივერსიფიკაციის თავისებურებების, დიდ ევროპულ ოჯახში სხვადასხვა ქვეყნებისა და რეგიონების პოზიციების და მსოფლიო პოლიტიკაში ევროპის როლის განხილვას. პროგრამა მოიცავს ვიზიტს ბრიუსელში, ევროპარლამენტისა და ნატოს შტაბბინის ჩათვლით. 


საზაფხულო სკოლის განმავლობაში თქვენ გელოდებათ ლექციებისა და სემინარების ინტენსიური ორკვირიანი პროგრამა და სხვა სტუდენტებთან ერთად შესაძლებლობა გეძლევათ იმუშავოთ ჯგუფურ პრეზენტაციებზე,მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.


სამიზნე ჯგუფი


პროგრამა სპეციალურად არის შექმნილი სტუდენტებისათვის ევროპის არაწევრი ქვეყნებიდან. კურსი მთლიანად ფოკუსირებულია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებზე და უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ მოემზადოთ და მიიღოთ ფართო ცოდნა ევროპული კულტურისა და ღირებულებების სფეროში.


ვითვალისწინებთ, რომ საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სივრცეში საბოლოო ინტეგრაცისაკენ არის ურყევი, გაგვაჩნია ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და უახლოეს მომავალში ველოდებით უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, მაგრამ ამავე დროს ქვეყანაში არსებობს ფართო დებატები უმნიშვნელოვანეს ღირებულებით საკითხებზე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საზაფხულო სკოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტებისათვი. საზაფხულო სკოლა დაგვეხმარება გავფანტოთ ის მითები, რომლებიც ჯერ კიდევ  არსებობს ჩვენში ევროპისა და ევროკავშირის შესახებ. 


დღის განრიგი:


03 ივლისი, 2016

გამგზავრება ქუთაისიდან/თბილისიდან ამსტერდამში
ჩაფრენა ამსტერდამში 
ტრანსფერი უტრეხტში
დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

 

04-15 ივლისი, 2016

o ლექცია(120 წუთი)

o სემინარი (90წუთი)

o დღე ექსკურსია

o გამოცდა

o სერტიფიცირების ცერემონია


15 ივლისი 2016

ტრანსფერი ამსტერდამში
გამგზავრება თბილისში/ქუთაისში


ფასში შედის:

ავიაბილეთი (თბილისი/ქუთაისი - ამსტერდამი-თბილისი/ქუთაისი)

o ტრანსფერი აეროპორტიდან (ორი გზა)

ცხოვრება სტუდ. საცხოვრებელში  2 კვირის განმავლობაში 

o სამზარეულო სტუდ. საცხოვრებელში

o საზაფხულო სკოლის აპლიკაციის შევსება/რეგისტრაცია

o სამოგზაურო დაზღვევა

o სავიზო მხარდაჭერა

o ბარგი  


ფასში არ შედის:

სავიზო მოსაკრებელი - 35 € (იხდით საკონსულოში)

o  კვება (კვებისათვის საკმარისია დახლ.  15-20 დღეში)

 

 

შენიშვნა: საზაფხულო სკოლის საფასური მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით და ზოგიერთ შემთხვევაში (საერთაშორისო მგზავრობის ფასებიდან გამომდინარე), შესაძლებელია უმნიშვნელო ცვლილებები განიცადოს.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


 

+995 555 18 44 56
www.academicinst.com
sumschools@academicinst.com


დარეგისტრირდი საზაფხულო სკოლისათვის