მიგრაცია, ინტეგრაცია, ეთნიკური ურთიერთობები

უტრეხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო 


04 ივლისი 2016 - 15 ივლისი 2016 (2 კვირა) 


 3.0 ECTS კრედიტი + მონაწილეობის სერტიფიკატი    


კურსის საფასური: € 1 335


დედლაინი: 29 ივნისი 2016 

მიგრაციამ ევროპის ქვეყნები ეთნიკურად და კულტურულად მეტად მრავალფეროვანი გახადა. მაშინ როდესაც მიგრანტები ცდილობენ იპოვონ თავიანთი გზა ახალ და ხშირად უცხო გარემოში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ასევე უნდა მოახდინოს ადაპტირება მიგრანტებთან და იმ ახალ რელიგიურ, კულტურულ მრავალფეროვნებასთან რომელიც მათ მოაქვთ. მიგრანტები და ადგილობრივი მოსახლეობა საწყის ეტაპზე არსებული წინააღმდეგობების ადაპტაციის, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შესაძლო სოციალური განსხვავებულობისა და პოლიტიკური უარყოფის დაძლევის გამოწვევების წინაშეა არიან. საზაფხულო სკოლის განმავლობაში განხილული იქნება სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა თეორია და ემპირიული კვლევები საერთაშორისო მიგრაციის შესახებ, ემიგრანტებისა და მათი შვილების ინტეგრაცია და ადგილობრივი მოსახლეობის რეაქციები ამ პროცესში.

 

სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება ინტედისციპლინარული და ანალიტიკური მიდგომები, რაც მათ შორის მოიცავს თეორიებს და კვლევებს სოციოლოგიიდან, ფსიქოლოგიიდან, პოლიტიკური მეცნიერებიდან, დემოგრაფიიდან და ეკონომიკიდან.  ორკვირიანი კურსი მიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: მიგრაცია, ინტეგრაცია და ეთნიკური ურთიერთობები, საერთაშორისო მიგრაცია, იმიგრანტთა ადაპტაციის მოდელები, იდენტობა, რელიგია, სტერეოტიპები, დისკრიმინაცია, უთანასწორობა, ინტერ-ეთნიკური კონტაქტები.

 

სამიზნე ჯგუფი

 

კურსი გათვალისწინებულია სტუდენტებისათვის, ვინც დაინტერესებულია სოციალურ მეცნიერებაზე მიმართული, მიგრაციის შედეგებისა და მრავალფეროვნების კვლევებით. კურსი გათვლილია სოციალური მეცნიერებების ყველა სპეციალობის სტუდენტებზე, ვინც დაინტერესებულია მიგრაციის, ინტეგრაციისა და ეთნიკური ურთიერთობების საკითხებით, თეორიაზე დაფუძნებული, თვისობრივი და ანალიტიკური კვლევებით. კურსი შესაძლებელია გაიარონ როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა.

 

სწავლების სტრუქტურა

 

9 დღე ლექციები, ჯგუფური მუშაობა და დისკუსიები (ყოველ დღე 9.30-16.00)

მომზადება: სასწავლო მასალების კითხვა

ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა

დღის განრიგი:


03 ივლისი, 2016

გამგზავრება ქუთაისიდან/თბილისიდან ამსტერდამში
ჩაფრენა ამსტერდამში 
ტრანსფერი უტრეხტში
დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

 

04-15 ივლისი, 2016

o ლექცია(120 წუთი)

o სემინარი (90წუთი)

o დღე ექსკურსია

o გამოცდა

o სერტიფიცირების ცერემონია


15 ივლისი 2016

ტრანსფერი ამსტერდამში
გამგზავრება თბილისში/ქუთაისში


ფასში შედის:

ავიაბილეთი (თბილისი/ქუთაისი - ამსტერდამი-თბილისი/ქუთაისი)

o ტრანსფერი აეროპორტიდან (ორი გზა)

ცხოვრება სტუდ. საცხოვრებელში  2 კვირის განმავლობაში 

o სამზარეულო სტუდ. საცხოვრებელში

o საზაფხულო სკოლის აპლიკაციის შევსება/რეგისტრაცია

o სამოგზაურო დაზღვევა

o სავიზო მხარდაჭერა

o ბარგი  


ფასში არ შედის:

სავიზო მოსაკრებელი - 35 € (იხდით საკონსულოში)

o  კვება (კვებისათვის საკმარისია დახლ.  15-20 დღეში)

 

 

შენიშვნა: საზაფხულო სკოლის საფასური მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით და ზოგიერთ შემთხვევაში (საერთაშორისო მგზავრობის ფასებიდან გამომდინარე), შესაძლებელია უმნიშვნელო ცვლილებები განიცადოს.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


+995 555 18 44 56

www.academicinst.com
sumschools@academicinst.com



დარეგისტრირდი საზაფხულო სკოლისათვის