ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

უტრეხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო 


 

11 ივლისი 2016 - 15 ივლისი 2016 (5 დღე) 


1.5 ECTS კრედიტი + სერტიფიკატი   


კურსის საფასური: € 1 105


დედლაინი: 17 ივნისი 2016 


დაინტერესებული ხართ ადამიანის უფლებათა შესწავლით? ეს ერთ კვირიანი კურსი ფოკუსირებულია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის ძირითად თავისებურებებზე. კურსი მოგცემთ ცოდნას ადამიანის უფლებების ფილოსოფიური და პოლიტიკური საფუძვლების შესახებ და შეისწავლით ადამიანის უფლებათა დოკუმენტებს, საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს. ასევე სტუდენტები შეისწავლიან კონფლიქტების ანალიზის, მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველყოფის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს. ლექციების, ინტეაქტიული სამუშაო ჯგუფების, საექსპერტო პანელების მეშვეობით მონაწილეები გაიაზრებენ ამ პროცესში ჩართული სხვადასხვა მოთამაშეების როლსა და ფუნქციებს.

 

ადამიანის უფლებათა ძირითადი არსი პიროვნების ღირსების დაცვაში მდგომარეობს. საზოგადოებაში აღიარებულია ინდივიდის უფლებები მიუხედავად მისი წარმოშობის, სქესის, რასის, ასაკის, სოციალური მდგომარეობისა. ადამიანის უფლებები ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საერთაშორისო, რეგიონალურ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, სადაც ადამიანები იყენებენ ადამიანის უფლებათა სამართალს რათა დაიცვალ თავიანთი უფლებები.  

 

ეს ერთ კვირიანი შესავალი კურსი მთლიანად ფოკუსირებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თეორიულ დაპრაქტიკულ ასპექტებზე. იგი იწყება ადამიანის უფლებების ფილოსოფიური და პოლიტიკური განსაზღვრებით და გრძელდება ადამიანის უფლებების დოკუმენტების, საერთაშორისო, რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესწავლით, სამოქალქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების გაანალიზებით. მონაწილეები შეისწავლიან ადამიანის უფლებათა განვითარებას და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების როლს საზოგადოების ყველა დონეზე. აქვე შესწავლილი იქნება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული შესაძლებლობები მშვიდობისა და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად. კურსი გათვლილია სტუდენტებზე და პროფესიონალებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადამიანის უფლებათა სამართლით. იგი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა ადამიანის უფლებათა სამართალში როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თავლსაზრისით.

 

სამიზნე ჯგუფი

 

კურსი მომზადებულია ადამიანისუფლებათა საერტაშორისო სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისა და პროფესიონალებისათვის

 

სწავლების სტრუქტურა

6 საკონტაქტო საათი დღეში, 4.5 დღე
2 საათი საკითხავი დრო დღეში
ერთი გამოცა ან ერთი მოხსენება (დაახლ. 2500 სიტყვა).


დღის განრიგი:


10 ივლისი, 2016

გამგზავრება ქუთაისიდან/თბილისიდან ამსტერდამში
ჩაფრენა ამსტერდამში 
ტრანსფერი უტრეხტში
დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

 

11-15 ივლისი, 2016

6 საკონტაქტო საათი დღეში, 4.5 დღე

2 საათი საკითხავი დრო დღეში 
ერთი გამოცდა ან ერთი მოხსენება (დაახლ. 2500 სიტყვა).


15 ივლისი 2016

ტრანსფერი ამსტერდამში
გამგზავრება თბილისში/ქუთაისში


ფასში შედის:

ავიაბილეთი (თბილისი/ქუთაისი - ამსტერდამი-თბილისი/ქუთაისი)

o ტრანსფერი აეროპორტიდან (ორი გზა)

ცხოვრება სტუდ. საცხოვრებელში  2 კვირის განმავლობაში 

o სამზარეულო სტუდ. საცხოვრებელში

o საზაფხულო სკოლის აპლიკაციის შევსება/რეგისტრაცია

o სამოგზაურო დაზღვევა

o სავიზო მხარდაჭერა

o ბარგი  


ფასში არ შედის:

სავიზო მოსაკრებელი - 35 € (იხდით საკონსულოში)

o  კვება (კვებისათვის საკმარისია დახლ.  15-20 დღეში)

 

 

შენიშვნა: საზაფხულო სკოლის საფასური მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით და ზოგიერთ შემთხვევაში (საერთაშორისო მგზავრობის ფასებიდან გამომდინარე), შესაძლებელია უმნიშვნელო ცვლილებები განიცადოს.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


 

+995 555 18 44 56
www.academicinst.com

sumschools@academicinst.com


დარეგისტრირდი საზაფხულო სკოლისათვის