სამედიცინო ინგლისური

სამედიცინო ინგლისური ლონდონში!


გთავაზობთ სამედიცინო ინგლისურის შესწავლას ლონდონში, ჩვენს პარტნიორ პრესტიჟულ, საერთაშორისო აკრედიტირებულ სკოლებში. სამედიცინო ინგლისურის კურსი შექმნილია მედიცინის დარგის პროფესიონალებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ენის ცოდნა სპეციალური კონტექსტის გათვალისწინებით. თუ თქვენ ხართ მედიცინის დარგის პროფესიონალი ან უნივერსიტეტის სტუდენტი და გსურთ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა თქვენი კარიერისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, ეს კურსი თქვენთვის არის შექმნილი. კურსის განმავლობაში თქვენ განავითარებთ ინგლისური ენის უნარებს სხვადასხვა ვითარების გათვალისწინებით, რაც დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენდამი ნდობა პაციენტებთან, მათ ოჯახებთან და ასევე თქვენს კოლეგებთან ურთიერთობის დროს. პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული ინგლისურისათვის (Occupational English Test) მომზადებას და შესაბამის ინსტრუქციებს მათთვის, ვისაც შესაბამისი ტესტის ჩაბარება სურს.




კურის დასრულების შედეგად:


- შეისწავლით სამედიცინო ინგლისურს სხვადასხვა სიტუაციებისათვის;

- შეძლებთ ეფექტური ურთიერთობა დაამყაროთ თქვენს პაციენტებთან და კოლეგებთან;

- გააფართოებთ სპეციალური ტერმინოლოგიის ცოდნას;

- გაანალიზებთ რეალურ, პრაქტიკულ ქეისებს;

- ისწავლით თუ როგორ უპასუხოთ სხვადასხვა სპეციფიკურ გამოწვევებს;

- ეწვევით ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო ჰოსპიტალ მუზეუმს;

- გექნებათ კონსულტაციები თქვენს მასწავლებელთან რათა შეაფასოთ თქვენი პროგრესი და სამომავლო გეგმები;


კურსის ხანგრძლივობა არის 2 კვირა და მოიცავს 24 გაკვეთილს კვირის განმავლობაში.  


დარეგისტრირდი უცხო ენის კურსებზე


დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: Tel. +995 555 18 44 56 E-mail: language@academicinst.com