ალტერნატიული განათლება

უტრეხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო 




 1.5 ECTS კრედიტი + სერტიფიკატი


კურსის საფასური: € 

 

დედლაინი:  


კურსი წარმოგიდგენთ ალტერნატიული დაწყებითი სკოლის თეორიასა და პრაქტიკას. სტუდენტების, მასწავლებლებისა და დამწყები პროფესიონალებისათვის მნიშვნელოვანია: რა ტიპის მასწავლებელი გსურთ რომ იყოთ თქვენ. საზაფხულოსკოლაში გაიმართება დისკუსია ბავშვთა სწავლების, განვითარების შესახებ და ეს სასკოლო სისტემისათვის ალტერნატიული სწავლების მნიშვნელობის შესახებ. ნიდერლანდებში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სკოლები მრავალი განსხვავებული პედაგოგიურ-საგანმანათლებლო კონცეფციებით. ექსპერტებთან შეხვედრების, სკოლებში ვიზიტით და ვორქშოპების საშუალებით თქვენ აღმოაჩენთ განსხვავებული კონცეფციების სხვადასხვა თავისებურებებს. რა შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენ საკუთარ სკოლაში?

 

ნიდერლანდებს აქვს წამყვანი პოზიცია ალტერნატიული განათლების სფეროში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ნიდერლანდების განათლების სისტემაში, კონფესიურ და საჯარო სკოლებში არის პედაგოგიურ-საგანმანათლებლო კონცეფციების დიდი მრავალფეროვნება, ამდენად ამ ქვეყანაში არის ძალიან დიდი პრაქტიკა, რომელიც შესასწავლად ძალიან საინტერესოა. სწორედ ამ კურსის მეშვეობით თქვენ ნახავთ თუ როგორ მუშაობს ეს კონცეფციები.

 

ნიდერლანდებში ყველაზე მეტად გავრცელებულია „დამოუკიდებელ სწავლაზე“ დაფუძნებული საგანმანათლებლო კონცეფცია. ყველა საგანმანათლებლო კონცეფცია იზიარებს იდეას, რომ განათლებისა და პედაგოგიკის საფუძველი არის ბავშვებში ნდობის არსებობა. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ოთახი, რათა შეძლონ თავიანთი პოტენციალის განვითარება. იდეა დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის შესახებ  როგორც ბავშვებისათვის, ისე სხვებისათვის დიდ როლს ასრულებს განათლების პროცესში. ყველა ამ ალტერნატიულ სკოლაში ბავშვების საჭიროებები და მათი ურთიერთობები მასწავლებლებთან ინოვაციური გზით არის განსაზღვრულია. კურსის დასასრულს თქვენ გექნებათ ბევრი ახალი იდეა და სტიმული, რომ საკუთარ სტუდენტებსაც ასწავლოთ ასეთი „ალტერნატიული გზით“. თქვენ აღმოაჩენთ საკუთარ გზზებს თუ როგორ შეგიძლიათ განახორციელოთ ეს იდეები თქვენს ადგილობრივ სიტუაციაში. 


სამიზნე ჯგუფი 

მასწავლებლები, სტუდენტები, დამწყები პროფესიონალები 


სწავლების სტრუქტურა 

36 საკონტაქტო საათი, 1კვირა, 6 სთ თვითმომზადება 


დღის განრიგი:




დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


+995 555 18 44 56

www.academicinst.com

sumschools@academicinst.com


დარეგისტრირდი საზაფხულო სკოლისათვის