იურიდიული ინგლისურის კურსი ბათუმში



აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი გთავაზობთ იურიდიული ინგლისურის საზაფხულო კურსს ბათუმში


გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დაისვენოთ, გაატაროთ ცხელი ზაფხული ზღვაზე და ისწავლოთ პროფესიული ინგლისური ბათუმში ზუსტად იგივე პროგრამით რაც Wimbledon School of English-ის მიერ ხორციელდება ლონდონში და დიდი პოპულარობით სარგებლობს წლების განმავლობაში. 


კურსი შექმნილია სპეციალურად სამართლის სტუდენტების, ადვოკატების, პრაქტიკოსი იურისტების და სამართლის სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებისათვის. თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა სამართლის სფეროში, ეს კურსი თქვენთვის არის შექმნილი. 


კურსი მოიცავს სამართლის 15-მდე დარგს: კორპორაციული სამართალი, ბიზნეს გაერთიანებები, სახელშეკრულებო სამართალი, გაყიდვები და საქონელი, საკუთრების სამართალი, ინტელექტუალური საკუთრება, შრომის სამართალი, ევროპული სამართალი, დებიტორ-კრედიტორები, კონკურენციის სამართალი, გარემოს დაცვის სამართალი, მედიაცია, უსაფრთხო ტრანზაქციები, საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა ასპექტები.


სასწავლო კურსის სტრუქტურაში ასევე გათვალისწინებული იქნება თემები დარეგისტრირებული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით. 


ინგლისური ენის ტრენინგს გაუძღვებიან ლონდონში რეგისტრირებული, ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო აკრედიტირებული სკოლის Wimbledon School of English-ის ტრენერები. 


კურსის  ღირებულება: 285 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 


კურის ხანგრძლივობა: 1 კვირა 


კურის მოცულობა: 20 გაკვეთილი კვირის განმავლობაში. 


სწავლის პერიოდი: 15-22 აგვისტო 2016.


კურის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა Wimbledon School of English-ის საერთაშორისო სერტიფიკატი.  


რეგისტრაციის დედლაინი:  


გაიარეთ რეგისტრაცია - დააკლიკეთ აქ

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ Tel: +995 555 18 44 56 E-mail: info@academicinst.com