ინსტიტუტის დამფუძნებელმა ფულბრაიტის პრესტიჟული კვლევითი სტიპენდია მოიპოვა
07/10/2016

მალხაზ ნაკაშიძემ გაიმარჯვა აშშ-ის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში Fulbright Visiting Scholar Program და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდია მოიპოვა .

მალხაზ ნაკაშიძე 6 თვეს აშშ-ში, ქ. ბოსტონში, ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლაში გაატარებს და როგორც ფულბრაიტის მკვლევარი იმუშავებს თემაზე: საკონსტიტუციო ცვლილებები აშშ-ში და ევროკავშირში: გამოცდილება და დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში.