დასაქმების ფორუმი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტში
25/02/2017
აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის დასაქმების საერთაშორისო ფორუმში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპის დასაქმების ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმია აშშ-ში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი და კომპანია. ფორუმის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა უშუალოდ შევხვედროდით სხვადასხვა უნივერსიტეტის, კვლევითი ინსტიტუტისა და კომპანიის წარმომადგენლებს და განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.